გოგა ხაინდრავა: ქალბატონმა საფრანგეთიდან დღეს „შულავერის კომიტეტი“ შექმნა. ცხელ შემოდგომას გვპირდებიან. ჩვენ ნუ გვაშინებენ. ვერაფერს გვიზამენ

გოგა ხაინდრავა: ქალბატონმა საფრანგეთიდან დღეს „შულავერის კომიტეტი“ შექმნა. ცხელ შემოდგომას გვპირდებიან. ჩვენ ნუ გვაშინებენ. ვერაფერს გვიზამენ

ქალბატონმა საფრანგეთიდან დღეს „შულავერის კომიტეტი“ შექმნა, - ასე გამოეხმაურა რეჟისორი გოგა ხაინდრავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციური პარტიებისთვის გაკეთებულ შეთავაზებას.

გადაცემაში „იმედი LIVE“ მან სალომე ზურაბიშვილი ნოე ჟორდანიას შეადარა და აღნიშნა, რომ „მენშევიკები და ბოლშევიკები ერთი და იგივე იყვნენ და იქიდან არის გამოსული“. შესაბამისად, ზურაბიშვილიც მათ გზას გაჰყვა.

„თავის დროზე აქ ჟორდანიამ რაც ვერ მოახერხა, ახლა ფიქრობს, რომ ორჯონიკიძის სახით მოახერხებს. როგორ მოახერხებს, ვნახავთ! ცხელ შემოდგომას გვპირდებიან. ჩვენ ნუ გვაშინებენ. ვერაფერს გვიზამენ“, - განაცხადა ხაინდრავამ.

პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.