სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც დღეს თავისუფლების მოედანზე თავისი ბოლო სიმღერა სამარცხვინოდ შეასრულა (ეს იყო, მადლობა ღმერთს, მისი ბოლო გამოსვლა ამ რანგში) დაავიწყდა ის, რომ არსებობს ლევილი, დაავიწყდა, რომ ლევილში დღეს პირველად იმართება და აღინიშნება სახელმწიფოს მიერ ის 26 მაისი, რომლისთვისაც ნოე რამიშვილმა, ასევე ნოე ჟორდანიამ და მთელმა მაშინდელმა მთავრობამ ბევრი იღვაწეს, ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ამ დღეს მინდა თითოეულ ჯარისკაცს და ჩვენი ქვეყნისთვის დაღუპულებს მივაგო პატივი. მადლობა ვუთხრა მათ ოჯახებს. ამასთან, მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა იმ ახალწვეულს, რომელმაც დღეს ფიცი დადო და ვუსურვო ჩვენს ჯარს მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება. გილოცავთ 26 მაისს და გისურვებთ, რომ ბევრი 26 მაისი გეზეიმოთ თქვენს ოჯახებთან ერთად“, - განაცხადა წულუკიანმა.