ფილმის „მარტო სახლში“ სახლი, რომელიც ჩიკაგოში მდებარეობს, იყიდება. ის საკმაოდ მაღალ ფასად არის შეფასებული. ამის შესახებ TMZ წერს.
სახლი, რომლის ტერიტორია დაახლოებით ნახევარ აკრს მოიცავს, ბაზარზე რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. მისი ფასი 5.25 მილიონი დოლარია.
სახლის ინტერიერი ამ დროისთვის სრულად განახლებულია. წინა მფლობელმა ის 2012 წელს 1.585 მილიონ დოლარად შეიძინა.