უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროპა რუსეთთან ომისთვის ემზადება, ამისთვის განწყობებს კი, ბრიუსელსა და ვაშინგტონში პოლიტიკოსები და მასმედია ქმნიან.
ვიქტორ ორბანმა რადიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ უნგრეთი ნატოს ღონისძიებებში მონაწილეობის გადახედვას ცდილობს.
მისი თქმით, იურისტები მუშაობენ, რომ ერთის მხრივ, უნგრეთმა ალიანსის წევრობა შეინარჩუნოს და ამასთანავე ნატოს ფარგლებს გარეთ, სამხედრო აქტივობაში მონაწილეობა არ მიიღოს.