სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შვეულმფრენმა დაუგეგმავი დაშვება განახორციელა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სომხეთის მთავრობის მეთაურის შვეულმფრენი ვანაძორში დაფრინდა. მთავარ მიზეზად უამინდობა დასახელდა.
„ახლა ჩვენ მგზავრობას მანქანით ვაგრძელებთ“, - დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში.
ფაშინიანი მოგვიანებით ტავუშის რეგიონში ჩავიდა, სადაც სოფელ ბაგანისის სკოლაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი.