ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავების 3,5 პროცენტზე მეტს შეიძლება გააჩნდეს მთის მყარი ქანებისგან შემდგარი დედამიწის მსგავსი პლანეტები.
მათი რაოდენობა შეიძლება მილიარდიც კი იყოს, რომელთა მცირე ნაწილი, სავარაუდოდ, ცოცხალი ორგანიზმებით იქნება დასახლებული, – ასეთი დასკვნა წარედგინება დიდი ბრიტანეთის სამეფო ასტრონომიულ საზოგადოებას მიმდინარე კვირას, თათბირზე, რომელიც ტრადიციულად ყოველ წელს იმართება.
მზის სისტემის საზღვრებს გარეთ ისეთი პლანეტების აღმოჩენა, რომლებიც თავისი პარამეტრებით დედამიწის მსგავსია, ჯერჯერობით გადაუჭრელი ამოცანაა.
მიუხედავად ამისა, დიდი ბრიტანეთის ლესტერის უნივერსიტეტის სწავლულთა ჯგუფმა ჯეი ფარიხის ხელმძღვანელობით, აჩვენა, რომ შეიძლება ჩვენი გალაქტიკა უამრავ პლანეტას შეიცავდეს, რომლებიც თავისი აგებულებით და შემადგენლობით დედამიწის მსგავსია. ამავე დროს, გამომდინარე წმინდა სტატიკური შეხედულებებიდან, მათი ნაწილი უნდა აკმაყოფილებდეს სიცოცხლის წარმოშობისთვის აუცილებელ პირობებს.
თავიანთ ნაშრომში სწავლულებმა ყურადღება მიაქციეს ვარსკვლავთა განსაზღვრული კლასის, ეგრეთ წოდებული თეთრი ჯგუფების წითელ ნათებას. ეს კი, ასტრონომების თანამედროვე წარმოდგენების თანახმად, ნებისმიერი ვარსკვლავის ევოლუციის დამამთავრებელ სტადიაზე მიანიშნებს. ისინი თავიანთი მასით ემსგავსებიან ჩვენს მზეს. თავისი ევოლუციის პროცესში ასეთი ვარსკვლავები თავიდან გადიან წითელი გიგანტის სტადიას, რომლის დროსაც მათი დიამეტრი შეიძლება 200-ჯერ გაიზარდოს.
ეს გაფართოება იმდენად დიდია, რომ ვარსკვლავი იწყებს შეკუმშვას და იღებს ეგრეთ წოდებული თეთრი ჯუჯების ფორმას, ხოლო მის ირგვლივ ფორმირდება თხელი ატმოსფერო. ამ ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის ანალიზი ადვილი ჩასატარებელია, რაც თავის სამუშაოში შეასრულეს კიდეც სწავლულებმა. კვლევამ აჩვენა, შესწავლილი 146 თეთრი ჯუჯიდან 109-ზე აღმოჩნდა იმის ნიშნები, რომ ოდესღაც მათ წითელი გიგანტების მდგომარეობაში, შთანთქეს თავიანთი პლანეტები. მათ შორის მთის მყარი ქანებისგან აგებული პლანეტებიც.
ამ მონაცემების ექსტრაპოლაციამ მთელ ჩვენს გალაქტიკაზე საშუალება მისცა სწავლულებს, დაედგინათ, რომ ჩვენს გალაქტიკაში ერთდროულად შეიძლება არსებობდეს დაახლოებით, დედამიწის მსგავსი მილიარდი პლანეტა, რომელთა ნაწილზეც შეიძლება იყოს სიცოცხლე რაიმე ფორმით.