თაკო ჩარკვიანი საფრანგეთში მიღებულ კანონზე: დასავლეთის წევრები რომ ვიქნებით, ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს და ახლაც გამჭვირვალეა

თაკო ჩარკვიანი საფრანგეთში მიღებულ კანონზე: დასავლეთის წევრები რომ ვიქნებით, ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს და ახლაც გამჭვირვალეა

საფრანგეთში უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის შესახებ მიღებულ კანონპროექტს, მეორე დღეა თბილისში განხილავენ და საქართველოში მესამე მოსმენით მიღებულ გამჭვირვალობის კანონს ადარებენ.

„კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ საქართველო უკვე რომ იყოს ევროკავშირის წევრი, გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ასეთი ვნებათაღელვა არ იქნებოდა.

„იმავე სიტუაციაში რომ აღმოვჩნდებით [როგორც საფრანგეთი] და დასავლეთის წევრები ვიქნებით, ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს და ახლაც გამჭვირვალეა. ჩვენ რომ უკვე ვიყოთ დასავლეთის სრულფასოვანი წევრები, ასეთი ნერვიულობაც არ იქნება“, - აღნიშნა ჩარკვიანმა.

საფრანგეთის სენატმა უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო.

amo ?
1 წლის უკან