მსახიობ კრის ჰემსვორტს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. კრისი ფართო საზოგადოებამ მარველის სამყაროში შესრულებული თორის როლით გაიცნო. ვარსკვლავის გახსნას მარველის ფილმების სხვა მსახიობებიც დაესწრნენ, მათ შორის, რობერტ დაუნი უმცროსი, რომელიც რკინის კაცის პერსონაჟს განასახიერებს.
"The Avengers-ის მსახიობებს კრისის სამი სიტყვით დახასიათება ვთხოვე, ჯერემი რენერმა მას აბსურდულად, გამაღიზიანებლად საოცარი უწოდა", — აღნიშნა დაუნი უმცროსმა ცერემონიაზე.
მსახიობი მარკ რუფალომ, სკარლეტ იოჰანსონმა და კრის ევანსმაც დაახასიათეს, რომლებიც მარველის სამყაროში ჰალკის, შავი ქვრივისა და კაპიტან ამერიკას როლებს ასრულებენ. ვარსკვლავის გახსნას კრისის ოჯახიც დაესწრო.
მარველის სამყაროში ჰემსვორტის დებიუტი 2011 წელს თორის პირველი ფილმით შედგა, ბოლოს კი შეშლილ მაქს: ფურიოსაში ითამაშა, სადაც ის ანა ტეილორ-ჯოისთან ერთად მონაწილეობს. კრისი ასევე გვახსოვს Extraction 2-დანაც, სადაც ის ქართველ მსახიობებთან, თინა დალაქიშვილთან და თორნიკე გოგრიჭიანთან ერთად ვიხილეთ.