ვლადიმერ პუტინმა, რუსული აქტივების კონფისკაციის საპასუხოდ, რუსეთში ამერიკისა და მისი მოქალაქეების ქონების კონფისკაციის ნებართვა გასცა. შესაბამისი განკარგულება მთავრობის საკანონმდებლო აქტების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
კრემლის ლიდერის განკარგულებით, ნებადართული იქნება შეერთებული შტატების, მისი მოქალაქეების, რეზიდენტების, ამერიკულ ბაზარზე მომუშავე კომპანიებისა და მათი კუთვნილი ფირმების ქონების ჩამორთმევა.