დეპარდიეს შემდეგ რუსული პასპორტის მიღება ორნელა მუტისაც სურს

დეპარდიეს შემდეგ რუსული პასპორტის მიღება ორნელა მუტისაც სურს

იტალიელ მსახიობ ორნელა მუტის ორი ოცნება ჰქონია - მიიღოს რუსული პასპორტი და ითამაშოს რუსულ ფილმში. ამის შესახებ 58 წლის მსახიობმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დილა მშვიდობისა, როგორ ხართ? მადლობა", - რუსულად მიმართა მუტიმ შეკრებილებს. მსახიობს მიაჩნია, რომ მისი ასეთი მომხიბვლელობა რუსული ფესვების დამსახურებაა.

"ბებია და ბაბუა რუსები იყვნენ და პეტერბურგში ცხოვრობდნენ, ისინი წავიდნენ და ვეღარ შეძლეს უკან დაბრუნება. ეს საშინელებაა, დედა ბევრს მიამბობდა რუსეთზე. მომწონს ჩემს რუსულ ფესვებზე ფიქრი და აქ ჩამოსვლა, რაიმე ახლის გაგება ამ ქვეყანაზე",- განაცხადა მსახიობმა.


მსახიობმა ისიც აღნიშნა, რომ კარგად იცნობს სანკტ-პეტერბურგს, რომელიც მას ძალიან მოსწონს.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ სურს, რომ ფრანგი მსახიობის, ჟერარ დეპარდიეს მსგავსად მანაც მიიღოს რუსეთის მოქალაქეობა, მუტიმ უპასუხა, რომ "დიახ, ეს შესაძლებელია".

"მე ძალიან მომწონს თქვენი თოვლიანი ზამთარი, თავს პრინცესად, პატარა გოგონად ვგრძნობ, დიდი სურვილი მაქვს მოსკოვში პროექტები გავაკეთო", - აღნიშნა მსახიობმა. მუტის უნდა, რუსულ ფილმში მიიღოს მონაწილეობა და ამ საკითხზე უკვე ესაუბრა პროდუსერ  იულიანა კოვალიოვას.

ორნელა მუტი 15 წლის იყო, როდესაც პირველად კინოში გადაიღეს. 


მომზადებულია vesti.ru-ს მიხედვით.