თეა წულუკიანი: მინდა დესტრუქციული, პოლიტიკური დაჯგუფებების საწყენად ვთქვა, რომ მათი გეგმების საწინააღმდეგოდ, ამ ბრძოლიდან „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად ასჯერ უფრო გაძლიერებული გამოვა

თეა წულუკიანი: მინდა დესტრუქციული, პოლიტიკური დაჯგუფებების საწყენად ვთქვა, რომ მათი გეგმების საწინააღმდეგოდ, ამ ბრძოლიდან „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად ასჯერ უფრო გაძლიერებული გამოვა

მინდა დესტრუქციული, პოლიტიკური დაჯგუფებების საწყენად ვთქვა, რომ მათი გეგმების საწინააღმდეგოდ, ამ ბრძოლიდან „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად ასჯერ უფრო გაძლიერებული გამოვა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ გამჭვირვალობის შესახებ კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

წამყვანმა მას ჰკითხა, რომ მაშინ, როდესაც სიტუაცია საქართველოში ქარიშხალს უფრო ჰგავს, როდის წარმოუდგენია, რომ ეს ტურბულენტობა გაქრება.

„სიტუაცია ქარიშხალს იმიტომ ჰგავს, რომ ამ ქარიშხალს სულს უბერავს ყველა - დაწყებული იმ ადამიანით, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია ქარიშხლის ჩაქრობა, ეს გახლავთ საქართველოს პრეზიდენტი. მას პირდაპირ უწერია კონსტიტუციაში, რომ ქვეყანაში თუ ქარიშხალი დაინახე ან ქარიშხლის ნიშნების შენიშნე, გამოიყენე რაც კი რამ გაქვს რესურსი და ქარიშხალი ან აღკვეთე, ან შეებრძოლე, რომ სახელმწიფო არ დააზიანოო. ეს ქარიშხალი ნამდვილად ჩაწყნარდება და ჩვენ გადავალთ იმ ეტაპზე, როდესაც ამ ბრძოლიდან თვითონ სახელმწიფო გამოვა უფრო ძლიერი. მინდა დესტრუქციული, პოლიტიკური დაჯგუფებების საწყენად ვთქვა, რომ მათი გეგმების საწინააღმდეგოდ, ამ ბრძოლიდან „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად ასჯერ უფრო გაძლიერებული გამოვა“, - აღნიშნა წულუკიანმა.