ზურაბ ქადაგიძე ვარჰეის განცხადებაზე: ამ აღიარებით, იმაზე დიდი სიბინძურე გამოვიდა სააშკარაოზე, ვიდრე წარმოგვედგინა - მეტი მუქარა რაღა უნდა იყოს, მათი გაღვივებული რადიკალიზმი თუ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გამოიწვევს?!

ზურაბ ქადაგიძე ვარჰეის განცხადებაზე: ამ აღიარებით, იმაზე დიდი სიბინძურე გამოვიდა სააშკარაოზე, ვიდრე წარმოგვედგინა - მეტი მუქარა რაღა უნდა იყოს, მათი გაღვივებული რადიკალიზმი თუ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გამოიწვევს?!

"ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებას აფასებს, სადაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრისას გაჟღერებულ მუქარას განმარტავს.

ქადაგიძის თქმით, ვარჰეის ამ აღიარებით, იმაზე დიდი სიბინძურე გამოვიდა სააშკარაოზე, ვიდრე საზოგადოებას წარმოედგინა, ვინაიდან დასავლელი აქტორების მიერ გაღვივებულმა რადიკალიზმმა, შესაძლოა, ირაკლი კობახიძეზე თავდასხმა გამოიწვიოს.

"და ამ აღიარებით, ვითომ თავი დაიძვრინა?!

ანუ რა გამოდის, რომ ტერორისტული აქტი მოიყვანა იმის მაგალითად, რომ პოლარიზაცია, რომელიც რადიკალებმა გაამწვავეს და უფრო მეტი ნავთი, დასავლელმა აქტორებმა აპკურეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნდა მიიღოს ფაქტად, რომ ვინმემ თავდასხმა თუ მოუწყო, საქართველოს ხელისუფლების ბრალი იქნება?!

თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ, ალოოო?!

ამ აღიარებით, იმაზე დიდი სიბინძურე გამოვიდა სააშკარაოზე, ვიდრე წარმოგვედგინა.

მეტი მუქარა რაღა უნდა იყოს, მათი გაღვივებული რადიკალიზმი თუ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გამოიწვევს?!" - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.