ევროკომისიამ უნგრეთი გააფრთხილა, რომ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიმართავს, თუ ბუდაპეშტი ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ კანონს ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არ მოიყვანს

ევროკომისიამ უნგრეთი გააფრთხილა, რომ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიმართავს, თუ ბუდაპეშტი ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ კანონს ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არ მოიყვანს

ევროკომისიამ უნგრეთი გააფრთხილა, რომ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიმართავს, თუ ბუდაპეშტი ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ კანონს ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არ მოიყვანს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

თებერვლიდან, სუვერენიტეტის დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად, უნგრეთში ფუნქციონირებს სუვერენიტეტის დაცვის სამსახური. მისი უფლებამოსილება მოიცავს გამოძიების ჩატარებას იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელიც ეჭვმიტანილნი არიან უცხოეთიდან დაფინანსებაში.

„უნგრეთს ახლა ორი თვე აქვს პასუხის გასაცემად და საჭირო ზომების მისაღებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპულმა კომისიამ შეიძლება გადაწყვიტოს საქმის გადატანა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში“, - აღნიშნეს ევროკომისიაში.