მიხეილ სარჯველაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ვინ დამარწმუნებდა საპირისპიროში, რომ ვალერი გელაშვილის ცემასთან მიმართებაში, მიხეილ სააკაშვილს ბრალი არ მიუძღვის

მიხეილ სარჯველაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ვინ დამარწმუნებდა საპირისპიროში, რომ ვალერი გელაშვილის ცემასთან მიმართებაში, მიხეილ სააკაშვილს ბრალი არ მიუძღვის

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“ ქართულ მართლმსაჯულების სისტემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი სამართლიანობა.

„შექმნილი აჟიოტაჟის, დამამცირებელი გამონათქვამების და მცდელობის უსაფუძვლობა - ქართული მართლმსაჯულების სისტემა რაც შეიძლება მეტად ამოგანგლონ ტალახში, დაადასტურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ. ყველა პოლიტიკოსს, ვინც ოპოზიციურად არის განწყობილი და პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს სასამართლოს კრიტიკას, ხელი მოეცარა. ჩემთვის არც არაფერი უთქვამს ახალი სტრასბურგის სასამართლოს. ვინ დამარწმუნებდა საპირისპიროში, რომ ვალერი გელაშვილის ცემასთან მიმართებაში მიხეილ სააკაშვილს ბრალი არ მიუძღვის. დადასტურდა, რომ ყველა ის ადამიანი ცდებოდა, რომელიც დისკრეციულ უფლებამოსილებას ასე განმარტავდა, რომ არ შეიძლება გირგვლიანის თემაზე შეწყალებასთან დაკავშირებით სააკაშვილს ბრალი წარდგენოდაო. კონკრეტულად სამართლებრივად იმსჯელა სტრასბურგმა და თქვა, რომ ყველანი ცდებოდით, ვინც აკრიტიკებდით ხელისუფლებას და ქართულ მართლმსაჯულების სისტემასო“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი.