მიხეილ სარჯველაძე: თუ სააკაშვილს არ სჭირდება სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, ის უნდა იმყოფებოდეს პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს არის ამის ანიც და ჰოეც

მიხეილ სარჯველაძე: თუ სააკაშვილს არ სჭირდება სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, ის უნდა იმყოფებოდეს პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს არის ამის ანიც და ჰოეც

მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“ ექსპრეზიდენტის საქმეზე ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს. მინისტრმა ასევე უპასუხა კითხვას იმის შესახებ გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში.

„მე თვითონ მომხრე ვარ და ხელისუფლების პოზიციასაც გეტყვით, რომ ბუნებრივია, არცერთ შემთხვევაში არ არის სააკაშვილი ისეთი ვინმე, რომელსაც ეკუთვნის რაღაც განსაკუთრებული პრივილეგია. როგორც საქართველოში თითოეულ პატიმარს აქვს უფლება მოიხადოს სასჯელი, ისეთივე უნდა იყოს მისი უფლება, ყოველგვარი პრივილეგიის გარეშე. თუ მას არ სჭირდება სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, ის უნდა იმყოფებოდეს პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს არის ამის ანიც და ჰოეც“, - განაცხადა სარჯველაძემ.