ჩინეთმა ტაივანის კუნძულის გარშემო ორდღიანი სამხედრო წვრთნა დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს.
სწავლებაში ქვეითი ჯარები, ფლოტი, საჰაერო და სარაკეტო ძალები მონაწილეობენ. ჩინეთის არმიის სარდლობამ წვრთნას ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე სეპარატისტებისადმი მიმართული მკაცრი გაფრთხილება უწოდა.
ჩინეთი კუნძულს მეამბოხე პროვინციად მიიჩნევს. ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ სწავლებას ირაციონალური პროვოკაცია უწოდა და საპასუხოდ საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ძალები მზადყოფნაში მოიყვანა.