იაგო ხვიჩია: „გლობალური ომის პარტია“ არის ნიანგი, რომელიც იმიტომ არ არის თავისუფლების მოედანზე, რომ „ქოცები“ ჯოხს უქნევენ და აფრთხობენ - ამას გვეუბნებიან და დავიჯერებთ თუ არა, ჩვენი გადასაწყვეტია

იაგო ხვიჩია: „გლობალური ომის პარტია“ არის ნიანგი, რომელიც იმიტომ არ არის თავისუფლების მოედანზე, რომ „ქოცები“ ჯოხს უქნევენ და აფრთხობენ - ამას გვეუბნებიან და დავიჯერებთ თუ არა, ჩვენი გადასაწყვეტია

„გლობალური ომის პარტია“ არის ნიანგი, რომელიც იმიტომ არ არის თავისუფლების მოედანზე, რომ „ქოცები“ ჯოხს უქნევენ და აფრთხობენ - ამას გვეუბნებიან და დავიჯერებთ თუ არა, ჩვენი გადასაწყვეტია, - ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, “ქართული ოცნება” ხალხს ეუბნება, რომ საქართველო ომში იმიტომ არაა ჩათრეული, რომ თავად არიან ხელისუფლებაში.

„ადამიანი მდინარესთან რომ ზის, ჯოხს რომ იქნევს, რას აკეთებო, რომ ეუბნებიან და ნიანგებს ვაფრთხობო. აქ ხომ ნიანგები არ არიანო და მე რომ ვაფრთხობ, იმიტომ არ არიანო - ეს არის “ქართული ოცნების” პოლიტიკა ომში ჩათრევასთან დაკავშირებით. ისინი ხალხს ეუბნებიან, ომში იმიტომ არ ვართ ჩათრეულები, რომ ჩვენ ვართ აქო. ადამიანმა რომ თქვას, რომ თავისუფლების მოედანზე ნიანგები იმიტომ არ არიან, რომ თვითონ ჯოხს იქნევს, დაახლოებით, ასეთი სიტუაციაა”, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, ხვიჩიას შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადება, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას აშშ-დან “შედეგები მოჰყვება”, “მუქარაა”.

„დიახ, ეს [ბლინკენის განცხადება] ამერიკის მხრიდან არის მუქარა იმ ხალხზე, ვინც ასე იქცევა. ჩემი აზრით, ძალიან ადეკვატურიცაა, რომ დააკვირდე. არ მიხარია, რომ საქმე აქამდე მიდის, მაგრამ ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ძალიან სასაცილო სიტუაციაში გარეშე თვალით. დარწმუნებული ვარ, “ქართულ ოცნებას” არანაირი “გლობალური ომის პარტიის” არსებობის არ სჯერა. ქართველი ხალხი ჰგონიათ სულელი და მათი აზრით, ამ სულელ ხალხს ეუბნებიან ზღაპარს საფრთხის შესახებ, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. შესაბამისად, მისი დამარცხება და დაძლევა მარტივია. ანუ, თვითონ გამოიგონეს საფრთხე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს; პარტია, რომელიც არ არსებობს; ეს არარსებული პარტია ადრე რომ “ნაცები” იყვნენ, იმის ნაცვლად დასახეს მტრად და ქართველი ხალხი ჰგონიათ სულელი, რომელიც დაიჯერებს ამ ზღაპარს, როგორც რეალობას და ასე მოიქცევა არჩევნებზე”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

amo არა სერიოზული ხარ რადგან მეტს ვერ ქაჩავ.
3 კვირის უკან