ფრანგი სენატორი უცხოური ჩარევის კანონპროექტზე: რატომ უნდა გამოვრიცხოთ ევროკავშირის ქვეყნები? რატომ უნდა გამოვრიცხოთ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ალტრუიზმის სამოსის ქვეშ ხშირად უცხოური ინტერესების ტროას ცხენები არიან?

საფრანგეთის სენატში უცხოური ჩარევის შესახებ კანონპროექტის განხილვისას სენატორმა კრისტოფერ შჩურეკმა განაცხადა, რომ „ჩვენი ქვეყანა, როგორც არასდროს, უნდა აღიჭურვოს ჩარჩოთი, რათა დაიცვას თავი უცხოური ძალების ქმედებებისგან“.

„ჩვენი თანამოქალაქეები თვალს ადევნებენ ამ [უცხოური] ჩარევების შედეგებს, რაც ძალიან აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში და გავლენას ახდენს საზოგადოებრივი მოქმედების თითქმის ყველა სფეროსა და ეკონომიკურ სუვერენიტეტზე“, - აღნიშნა სენატორმა.

„რატომ შემოიფარგლება დეკლარაციის ვალდებულება მხოლოდ უცხოეთიდან დაფინანსებული პირებით? რატომ უნდა გამოვრიცხოთ ევროკავშირის ქვეყნები, როცა ვიცით, რომ ზოგიერთი მათგანი ფრანგ თანამზრახველებთან ერთად ჩვენი სამრეწველო და ენერგეტიკული სუვერენიტეტის განადგურების მიზნით მოქმედებს? რატომ უნდა გამოვრიცხოთ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ალტრუიზმის სამოსის ქვეშ ხშირად უცხოური ინტერესების ტროას ცხენები არიან?“ - განაცხადა კრისტოფერ შჩურეკმა.