არეულობების ფონზე საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ახალ კალედონიაში გაემგზავრება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
„მიზანია მათ გვერდით ვიყოთ და უკვე დავიწყოთ აღდგენის მომზადება. პრეზიდენტი იქ ასევე მიდის დიალოგის აღსადგენად“, - აღნიშნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა.
ახალ კალედონიაში [საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია] არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც, სხვა ცვლილებებთან ერთად, ფრანგ რეზიდენტებს, რომლებმაც 10 წელი იცხოვრეს ახალ კალედონიაში, ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას ანიჭებს.
ახალ კალედონიაში არეულობისას ექვსი ადამიანი დაიღუპა: ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე და ორი ჟანდარმი.