ისრაელში ნორვეგიის, ესპანეთისა და ირლანდიის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ. შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა გააკეთა.
„დღევანდელი გადაწყვეტილება პალესტინელებისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის გზავნილია - ტერორიზმი იხდის. მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელების უმსხვილესი ხოცვა-ჟლეტა განახორციელა, ჩაიდინა საზარელი სექსუალური ხასიათის დანაშაულები, რომლებიც მსოფლიომ იხილა, ამ ქვეყნებმა „ჰამასისა“ და ირანის დაჯილდოება და პალესტინის სახელმწიფოდ აღიარება გადაწყვიტეს“, - განაცხადა მინისტრმა.
ნორვეგია, ესპანეთიდა ირლანდია პალესტინის სახელმწიფოს 28 მაისამდე აღიარებენ.