ნორვეგიამ, ესპანეთმა და ირლანდიამ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ განაცხადეს

ნორვეგიამ, ესპანეთმა და ირლანდიამ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ განაცხადეს

ნორვეგია, ესპანეთი და ირლანდია პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებენ. ამის შესახებ ამ ქვეყნების პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს.

ოფიციალურად ეს გადაწყვეტილება სამივე ქვეყანაში 28 მაისამდე მიიღება.

ისრაელმა ეს ნაბიჯი ნეგატიურად შეაფასა და სამივე ქვეყნიდან ელჩები გაიწვია.