ანალენა ბერბროკი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა

ანალენა ბერბროკი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა

უკრაინას მოულოდნელი ვიზიტით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. გერმანული და უკრაინული მედია წერს, რომ ანალენა ბერბოკი კიევში უკრაინის თავდაცვითი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გაძლიერების საკითხს განიხილავს.

მინისტრის თქმით, რუსული ავიადარტყმებისა და ოკუპანტის არმიის მხრიდან ხარკოვის ოლქზე ინტენსიური შეტევების გამო ქვეყანაში რთული ვითარებაა შექმნილი და კიევს თავის დასაცავად ევროკავშირის დახმარება დაუყოვნებლივ სჭირდება. ანალენა ბერბოკი უკრაინაში ომის დაწყებიდან უკვე მეხუთედ ჩავიდა.