ანრი ოხანაშვილი: რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა, რომ ვეტოს ფარგლებში სადისკუსიო სივრცე ჩაეხშო, ეს ჩვენთვის უკვე გასაგებია. ვხვდებოდით, სავარაუდოდ, თუ რა მიმართულებით აირჩევდა თავის გადაწყვეტილებას - ეს არის რევოლუციის მიმართულება

ანრი ოხანაშვილი: რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა, რომ ვეტოს ფარგლებში სადისკუსიო სივრცე ჩაეხშო, ეს ჩვენთვის უკვე გასაგებია. ვხვდებოდით, სავარაუდოდ, თუ რა მიმართულებით აირჩევდა თავის გადაწყვეტილებას - ეს არის რევოლუციის მიმართულება

რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა, რომ ვეტოს ფარგლებში სადისკუსიო სივრცე ჩაეხშო, ეს ჩვენთვის უკვე გასაგებია. მანამდეც ვხვდებოდით, სავარაუდოდ, ის თუ რა მიმართულებით აირჩევდა თავის გადაწყვეტილებას - ეს არის რევოლუციის მიმართულება, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მან გამჭვირვალობის კანონზე პრეზიდენტის ვეტოს ფარატინა დოკუმენტი უწოდა და აღნიშნა, რომ იგი დაცლილია ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთებისგან.

„როგორც ჩანს, პრეზიდენტი პარლამენტში აგზავნის ფორმალურ დოკუმენტს და ჩვენც ფორმალურად ის პროცედურა დაგვჩენია, რომ დავძლიოთ ეს ვეტო, რაც ნიშნავ იმას, რომ ძალაში დარჩება ის კანონი, რომელიც მივიღეთ - ქართული კანონი გამჭვირვალობის შესახებ. იგი უზრუნველყოფს საქართველოში შავი ფულის შემოდინების პრევენციას, განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, კანონთან დაკავშირებით პრემიერი მზად არის საჯარო დისკუსიისთვის. ოხანაშვილის განმარტებით, მათთვის ასევე მთავარია, რომ საზოგადოების წინაშე მართლები არიან და კანონის მისაღებად მათ ზურგს უმაგრებს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა. შესაბამისად, ისინი სწორ მხარეს დგანან.

„რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა, რომ ამ ვეტოს ფარგლებში ის სადისკუსიო სივრცე ჩაეხშო, ეს უკვე ჩვენთვის გასაგებია. მანამდეც ჩვენ ვხვდებოდით, ის სავარაუდოდ, თუ რა მიმართულებით აირჩევდა თავის გადაწყვეტილებას. ეს არის რევოლუციის მიმართულება. ფაქტია, ეს ადამიანი არაფრად მიიჩნევს სადისკუსიო სივრცეს. თუკი რაიმეა ევროპული და ევროპული ღირებულების გამომხატველი, ეს არის თუნდაც, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მოსმენა და კულტურა, რომ გამართო დისკუსია, მსჯელობა, თუნდაც კრიტიკულად არ ეთანხმებოდე კონკრეტულ პოზიციას. როდესაც ამის საპირისპიროს აკეთებს, აქ იმსხვრევა მითი ამ ადამიანის პროევროპულობაზე და ევროპულ ღირებულებებზე“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო.