დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები საოკუპაციო ზოლში არსებულ ვითარებას გაეცნენ

დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები საოკუპაციო ზოლში არსებულ ვითარებას გაეცნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისწარმომადგენლებმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისდა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ოკუპაციის ხაზისმიმდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა გააცნეს.

შეხვედრაზე შსს-ს მხრიდან წარმოდგენილი პრეზენტაცია ბოლო დროსგანვითარებულ მოვლენებსა და ზოგადად საოკუპაციო ძალების მიერმავთულხლართების, ღობეების, მიწათხრილების და ე.წ. „საზღვრისაღმნიშვნელი“ ბანერების მონტაჟის შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეეხო.

მსგავსი ტიპის შეხვედრები შს სამინისტროში პერიოდულად იმართება დასაქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისოორგანიზაციების წარმომადგენლების ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალისრეგიონების მიმართულებით განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალურინფორმირებას ისახავს მიზნად.