ანა ნაცვლიშვილი: რასაც აკეთებს დასავლეთი და რასაც აკეთებს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია

ანა ნაცვლიშვილი: რასაც აკეთებს დასავლეთი და რასაც აკეთებს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია

მაშინ, როდესაც დემოკრატიული სახელმწიფოები ებრძვიან რუსეთისა და სხვა ავტოკრატიული სახელმწიფოების ჩარევებსა და გავლენებს, საქართველოს ხელისუფლება რუსული კანონით ცდილობს დააშოროს საქართველო თავის დემოკრატ მეგობრებსა და პარტნიორებს და დატოვოს მარტო ოკუპანტი სახელმწიფოს პირისპირ, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„ის, რასაც აკეთებს დასავლეთი და ის, რასაც აკეთებს საქართველოს ამჟამინდელი, უკვე მიჭირს ეს ტერმინი გამოვიყენო, ხელისუფლება, ეს არის რადიკალურად განსხვავებული ერთმანეთისგან“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.