ირანის პრეზიდენტის მოვალეობებს ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი შეასრულებს

ირანის პრეზიდენტის მოვალეობებს ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი შეასრულებს

ირანის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში მის მოვალეობებს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი შეასრულებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მანამდე მოხბერის კანდიდატურა ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ უნდა დაამტკიცოს.

ირანის კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტის დაღუპვიდან არაუგვიანეს 50 დღეში ქვეყანაში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. Reuters-ი წერს, რომ ეს სავარაუდოდ ივლისში მოხდება.

ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლახიანი იმყოფებოდნენ 19 მაისს ჩამოვარდა, როცა ირანის დელეგაცია აზერბაიჯანიდან ბრუნდებოდა. ჩამოვარდნილი ვერტმფრენი 20 მაისის დილას აღმოაჩინეს. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.