შალვა პაპუაშვილი: თუ ვინმეს უნდა, ქართველ ხალხზე რუსული მეთოდით, სანქციებით ზემოქმედება, ეს მათი არჩევანია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ რამეს, რომ ხანდახან მონსტრებთან მებრძოლები თავად ხდებიან მონსტრები

შალვა პაპუაშვილი: თუ ვინმეს უნდა, ქართველ ხალხზე რუსული მეთოდით, სანქციებით ზემოქმედება, ეს მათი არჩევანია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ რამეს, რომ ხანდახან მონსტრებთან მებრძოლები თავად ხდებიან მონსტრები

თუ ვინმეს უნდა, ქართველ ხალხზე რუსული მეთოდით, სანქციებით ზემოქმედება, ეს მათი არჩევანია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ რამეს, რომ ხანდახან მონსტრებთან მებრძოლები თავად ხდებიან მონსტრები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს სანქციებზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, ამ დრომდე ერთადერთი ქვეყანა, ვინც საქართველოზე ცდილობდა სანქციებით ზემოქმედებას, ეს რუსეთი იყო.

„30 წელია რუსეთი სხვადასხვა მეთოდს - ხან ემბარგო იყო, ხან - რა სანქცია, იყენებდა ინსტრუმენტად იმისთვის, რომ გავლენა მოეხდინა ქართველ ხალხზე და სანქციების ინსტრუმენტი მისთვის სასურველი გადაწყვეტილებებისკენ წაეყვანა. ქართველ ხალხს სანქციების დაწესების კუთხით ეს გამოცდილება აქვს და იგი გვქონდა ჩვენ რუსეთისგან.

ახლა თუ ვინმეს უნდა, ასეთი რუსული მეთოდით, ქართველ ხალხზე სანქციებით ზემოქმედება, ეს მათი არჩევანია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ რამეს, რომ ხანდახან მონსტრებთან მებრძოლები თავად ხდებიან მონსტრები. როგორც ჩანს, ზოგიერთი პოლიტიკოსი ისე გაიტაცა რუსეთთან ბრძოლამ, თავად ემსგავსება რუსეთს მეთოდებში საქართველოსთან მიმართებით. ეს მათი არჩევანია, უნდათ თუ არა რუსული მეთოდებით, სანქციების ინსტრუმენტებით, ქართველი ხალხის რაღაცისკენ იძულება.

ყოველ ჯერზე ქართველი ხალხი თავის არჩევანში რჩებოდა. ზუსტად ასეთივე პასუხს მიიღებს ყველა, ვინც შეეცდება ქართველ ხალხზე რუსული მეთოდებით, სანქციების ინსტრუმენტით ზემოქმედებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.