შალვა პაპუაშვილი: ზუსტად იმ მეგობრების რეკომენდაცია რომ გაგვეთვალისწინებინა, ვინც სანქციების დაწესებას გვირჩევდა, გაჰყვებოდა ოპოზიცია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში და გვექნებოდა ეკონომიკური კოლაფსი, 10%-იანი ვარდნა

შალვა პაპუაშვილი: ზუსტად იმ მეგობრების რეკომენდაცია რომ გაგვეთვალისწინებინა, ვინც სანქციების დაწესებას გვირჩევდა, გაჰყვებოდა ოპოზიცია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში და გვექნებოდა ეკონომიკური კოლაფსი, 10%-იანი ვარდნა

ზუსტად იმ მეგობრების რეკომენდაცია რომ გაგვეთვალისწინებინა, ვინც სანქციების დაწესებას გვთხოვდა, გვირჩევდა, ხანდახან ცოტა მუქარანარევი ტონითაც გვეუბნებოდა, რომ სანქციები დაგვეწესებინა, გაჰყვებოდნენ ოპოზიცია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, სანქციებსაც დააწესებდნენ, მოხალისეებსაც დააორგანიზებდნენ, გაუშვებდნენ უკრაინაში საბრძოლად და სააკაშვილსაც გამოუშვებდნენ და საქართველოში რა დატრიალდებოდა, შეგიძლიათ ამაზე კარგად დაფიქრდეთ. ეკონომიკურად გაზომილია, რა მოხდებოდა საქართველოში - გვექნებოდა ეკონომიკური კოლაფსი, 10%-იანი ვარდნა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ გვჭირდება მეგობრები და არა მიმთითებლები და ადამიანები, რომლებიც ჩვენს მოთხოვნებს წამოგვიყენებენ. მეგობრობა სხვა რამეა. მეგობარი, რომელიც შენს ოჯახში შემოდის, ის სხვა არის და მეგობარი, რომელიც შენს ოჯახში შემოდის და შემდეგ იწყებს თავის გემოვნებით ავეჯის გადადგმას აქეთ-იქით, ეს უკვე მეგობარი არ არის. ზუსტად იგივე ხალხი გვეუბნებოდა, რომ რუსეთს თუ სანქციებს არ დავუწესებდით, კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემდნენ. ზუსტად იგივე ხალხი, მათ შორის აქ, მიტინგზე რომ იდგა ერთ-ერთი მინისტრი, პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ სააკაშვილს თუ არ გაუშვებთ ციხიდან, ვერ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს და თქვენი ევროპული მომავალი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშო. ჩვენ უნდა გავყოლოდით [ამ განცხადებებს]?

თქვენთვის რომ დაგვეჯერებინა [ოპოზიციური მედიასაშუალებებისთვის], „ენჯეოებისთვის“, ოპოზიციისთვის დაგვეჯერებინა, მაშინ უნდა გვეთქვა, რომ რახან იქიდან გვეუბნებიან, პატარა ხალხი ვართ და როგორ არ უნდა დავუჯეროთ, ჩვენ ვინ გვეკითხება, ისინი დიდები და უფროსები არიან და მათ უნდა დავუჯეროთ. გაჰყვებოდნენ ოპოზიცია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, სანქციებსაც დააწესებდნენ, მოხალისეებსაც დააორგანიზებდნენ, გაუშვებდნენ უკრაინაში საბრძოლად და სააკაშვილსაც გამოუშვებდნენ და საქართველოში რა დატრიალდებოდა, შეგიძლიათ ამაზე კარგად დაფიქრდეთ. ეკონომიკურად გაზომილია, რა მოხდებოდა საქართველოში - გვექნებოდა ეკონომიკური კოლაფსი, 10%-იანი ვარდნა, აი ზუსტად იმ მეგობრების რეკომენდაცია რომ გაგვეთვალისწინებინა, ვინც სანქციების დაწესებას გვთხოვდა, გვირჩევდა, ხანდახან ცოტა მუქარანარევი ტონითაც გვეუბნებოდა, რომ სანქციები დაგვეწესებინა. ასეთი მეგობარი მართლაც მეგობარია, როდესაც ასეთ რამეს გეუბნება? სააკაშვილი რომ გამოგვეშვა, რა მოხდებოდა რადიკალიზაციის მხრივ, ხომ გასაგებია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.