თინა კანდელაკის ფავორიტი საფეხბურთო კლუბი საჩხერის

თინა კანდელაკის ფავორიტი საფეხბურთო კლუბი საჩხერის "ჩიხურაა"

რას აღარ გაიგებ თინა კანდელაკის "ფეისბუქის" გვერდზე; იმასაც კი, რომელ საფეხბურთო გუნდს გულშემატკივრობს ტელეწამყვანი. ამჯერად ინფორმაციამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 
თინა სოციალურ ქსელში საფეხბურთო კლუბის ფოტოს აქვეყნებს და იქვე წერს: 

"ვაგრძელებთ საფეხბურთო რუბრიკას. ჩემი ფავორიტი – საქართველოს საფეხბურთო კლუბი "ჩიხურაა", რომელიც ქალაქ საჩხერეს 1936 წლიდან წარმოადგენს. 2012 წელს გუნდი "პირველი" ლიგის ჩემპიონი გახდა და უფლება მოიპოვა, საქართველოს უმაღლეს ლიგაში ეთამაშა. ახლა "ჩიხურა" სატურნირო ცხრილში თბილისის "დინამოს" შემდეგ მეორე ადგილზეა."

უცნობია, სად და როდის ნახა ტელეწამყვანმა საჩხერის "ჩიხურას" თამაში, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, თინა ახლა, როგორც არასდროს, გააქტიურდა ქართული ბრენდების, საფეხბურთო გუნდებისა და სხვა ღირსებების წარმოჩენაში.