კურდღელი ავქნათ ასო-ასო, მოვამზადოთ მაიონეზის, შავი პილპილის, 1ცალი ლიმინის წვენის და მდოგვისაგან ერთგვაროვანი მასა. აქნილი ხორცი ამოვსვაროდ ამ მასაში და ცოტაოდენ ხახვთან ერთად მოვათავსოდ ემალირებულ ქვაბში, და შევდგათ მაცივარში 8-10 საათის განმავლობაში.
დაბასთურმების შემდეგ, მაცივარი გამოვიღოთ და ხორცი გავრეცხოთ 800 გრამი ღვინისა და წყლის ნაზავით. ჩავალაგოთ ღრმა ტაფაში და დავადგათ დაბალ ცეცხლზე. ამასობაში, დავჭრათ 250 გრამი ხახვი ალყა-ალყად და ხორცთან ერთად ჩავშუშოთ.
თუ შევატყევთ, რომ თავისი წვენი მალევე ამოშრა, დავამატოთ 15 გრამი ღვინო და გავაგრძელოთ ჩაშუშვა. როგორც კი ხორცი დარბილდება, დავასხათ 1 კიკო დაჭყლეტილი პომიდორი (ზამთარში დაკონსერვებული) და 10 წუთი ვამყოფოთ ცეცხლზე,
ამასობაში დავჭრათ 2 კონა ქინძი და 1/5 კონა ოხრახუში და 5-7 კბილ ნიორთან ერთად დავნაყოთ. აღნიშნული მასა შევურიოთ მოთუხთუხე კერძს და შევდგათ 150 გრადუსით გახურებულ აერღუმელში 20 წუთის განმავლობაში. დანარჩენი 1 კონა ქინძი და 1/2 კონა ოხრახუში დავჭრათ ცოტაოდენ ხახვთან ერთად და აერღუმელიდან გამოღებულ კერძს თავზე ცოცხლად მოვაყაროთ.
ინგრედიენტები:
კურდღელი,
300 გრ. ხახვი,
1 კგ. პომიდორი,
3 კონა ქინძი,
1 კონა ოხრახუში,
მაიონეზი,
მდოგვი,
ღვინო 1ლიტრი,
ძმარი 2 -3 სუფრის კოვზი (ლიმონის არ არსებობსის შემთხვევაში),
სურვილის მიხედვით დაფნის ფოთოლი,
მარილი გემოვნებით.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: რქაწთელი.