დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს ფილიპ დიმიტროვს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომელზეც მხარეებმა ისაუბრეს ასოცირების შესახებ შეთანხმების, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესისა და ევროკავშირთან მიმდინარე თუ სამომავლო თანამშრომლობის საკითხების შესახებ. შეხვედრაზე განიხილეს საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება და მიმდინარე პროცესები.