შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს და ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა გივის ძე ქათამაძე.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირმა ქ.ბათუმის ბულვარში არსებული ღია თეატრის მიმდებარე ტეროტორიაზე ქვის ფილების დასაგები სამუშაოების ხარვეზით, ვადაზე ადრე ჩაბარების და აღნიშნულ საკითხში სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ შემსრულებელს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3 300 ლარი.

სამართალდამცველებმა გოჩა ქათამაძე ქრთამის აღების ფაქტზე 3 დეკემბერს დააკავეს.

გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.