ცნობილი კინომსახიობი ევა ლანგორია ირწმუნება, რომ ბრწყინვალე ფიგურის მიღწევა კვებაში ბალანსის დაცვით არის შესაძლებელი.
ვარსკვლავი ამბობს, რომ თავი დიეტებით არასდროს გაუწამებია. "მიყვარს ბოსტნეული, თევზი, მაგრამ პიცისა და ჩიზბურგერების გარეშეც არ შემიძლია! იმაში საოცარი არაფერია, თუ ყველაფერს ჭამ, ოღონდ ზომიერად", – ირწმუნება 35 წლის ევა.
მსახიობს აქვს მექსიკური წარმომავლობა, გაიზარდა ტეხასში რანჩოზე. ევა ყოველთვის აქტიური ბავშვი იყო, ვერ წარმოედგინა ცხოვრება სპორტისა და მუდმივი მოძრაობის გარეშე.
ბავშვობაში ლანგორია დაკავებული იყო სპორტის ისეთი სახეობებით, როგორებიც არის ტანვარჯიში, კალათბურთი, იყო მხარდამჭერთა ჯგუფში. "მე საკმარისად კარგი არც ერთ ამ სფეროში არ ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის ძალიან სწრაფი ვიყავი", - ამბობს მსახიობი.
ევა ირწმუნება, რომ მისთვის მუდმივად ფორმაში ყოფნა ძალიან ადვილია, მაგრამ, როცა მან პირველად სერიალ "სასოწარკვეთილი დიასახლისების" გმირის, გაბრიელას ღია გარდერობი ნახა, მაშინვე ცხადი გახდა, რომ ვარჯიშის დაწყების დრო იყო.
ამიტომაც მსახიობმა ვარჯიში დაიწყო. ევა ამბობს, რომ ფიზიკური დატვირთვა ეხმარება, იყოს ჯანმრთელი, თუმცა, მუდმივად ვარჯიში ეზარება. ამისათვის მან პერსონალური მწვრთნელიც კი აიყვანა, რომელიც მას ყვირილითა და მუჯლუგუნებით აღვიძებს, აყენებს საწოლიდან და აიძულებს ვარჯიშს. მსახიობი კვირაში სამჯერ ვარჯიშობს, რომელიც ერთ საათზე დიდხანს არ გრძელდება.
მწვრთნელს პროგრამაში მუდმივად ცვლილებები შეაქვს. ერთ დღეს კარდიოვარჯიშები, მეორე დღეს კიგბოქსინგი, ამას გარდა, ძალისმიერი ვარჯიშები და იოგა.
ლონგორია ჭამს ბევრ მწვანილს, რომელიც ძალიან უყვარს, ისპანახს, კომბოსტოსა და ბევრ ბოსტნეულს. რადგანაც ევა მექსიკელია, ის ხშირად ამზადებს მექსიკურ კერძებს. მან მშვენივრად იცის, როგორც მოამზადოს საჭმელი ისე, ზედმეტი ცხიმით რომ არ გადატვირთოს.
„ვარჯიშების წყალობით, შემიძლია ვჭამო ყველაფერი, რაც მომინდება, თუმცა, უმეტესად სწორად ვიკვებები. მიუხედავად იმისა, რომ 152 სმ–ის სიმაღლის ვარ, ჩემს გარეგნობაში რამის შეცვლა რომ მინდოდეს, ისეთი არაფერია", – ამბობს ვარსკვლავი.