ხარკოვში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ხარკოვში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ხარკოვში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა.

ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან.

უკრაინული მხარის მტკიცებით, თავდასხმისას საოკუპაციო ძალებმა მართვადი ბომბი გამოიყენეს.