ნიდერლანდების პოლიციამ ამსტერდამში პროპალესტინური დემონსტრაცია დაშალა

ნიდერლანდების პოლიციამ ამსტერდამში პროპალესტინური დემონსტრაცია დაშალა

ამსტერდამის უნივერსიტეტში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმებმა პროპალესტინური დემონსტრაცია დაშალეს. უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები ისრაელის ქმედებებს აპროტესტებდა ღაზაში. ისინი ისრაელსა და უნივერსიტეტს შორის აკადემიური ურთიერთობების გაუქმებას ითხოვდნენ.

პოლიცია, რომელიც იყო შეიარაღებული ხელკეტით და ჰყავდათ ძაღლები, დემონსტრაციის ჩაშლას შეეცადა. უნივერსიტეტმა პოლიციის ჩართვა ვანდალიზმისა და შენობაში შეღწევის გამო მოითხოვა. უნივერსიტეტში დემონსტრანტებმა დადგეს კარვები და უნივერსიტეტის შიდა ინვენტარით ბარიკადირება გადაწყვიტეს. ანალოგიური დემონსტრაციები ჰოლანდიის სხვა უნივერსიტეტებშიც გაიმართა. ევროპაში აღნიშნულ თემაზე პროტესტები სულ უფრო ინტენსიური ხდება ისევე როგორც ამერიკაში.