უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააუქმა პორტუგალიასა და ესპანეთში მიმდინარე კვირის ბოლოს დაგეგმილი ვიზიტი.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN Portugal-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ ვიზიტი უკრაინაში შექმნილი სერიოზული შიდა სიტუაციის გამო გააუქმა.
„უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის დელეგაციამ, როგორც ჩანს, გააცნობიერა, რომ მძიმე ვითარება ფრონტის რამდენიმე ხაზზე, კერძოდ ხარკოვში, ამჟამად არამიზანშეწონილს ხდის საზღვარგარეთ გამგზავრებას“, - წერს CNN Portugal-ი.