მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ შეიცნო სამყაროს მასშტაბები, მას მოსვენებას არ აძლევს არამიწიერი ცივილიზაციის არსებობა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაღალი ალბათობით შეიძლება, ვილაპარაკოთ, რომ ჩვენ გვყავს „კოსმიური მეზობლები“, აქამდე არ აღმოჩენილა რაიმე მნიშვნელოვანი მტკიცებულება ამ თეორიის სასარგებლოდ. მიღებულია, ამ წინააღმდეგობას ეწოდოს „დიდი დუმილი“ ანდა „ფერმის პარადოქსი“ – ფიზიკოს ფერმის წინადადების მიხედვით.
ზოგიერთი თანამედროვე ასტრონომი იმ ვერსიას ემხრობა, რომ, თავად უცხოპლანეტელები და მათი არსებობის კვალი, შეეძლო, მოესპო ეგრეთ წოდებულ „თეთრი ჯუჯების“ აფეთქებებს. უფრო მეტიც, ისინი არ გამორიცხავენ, რომ იგივე ბედი მოელით დედამიწელებსაც.
ამერიკის პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტის სწავლულების განცხადებით, ამგვარი განადგურება შეიძლება მოჰყვეს „თეთრი ჯუჯის“ აფეთქებას – ბირთვისა, რომელიც რჩება ჩვეულებრივი ვარსკვლავებისგან მისი ევოლუციის ბოლო სტადიაზე. მასიური „თეთრი ჯუჯის“ ასეთ კოლაფსს „ჰიპერახლის დაბადებას“ უწოდებენ, ვინაიდან მას თან ახლავს უმძლავრესი ნათება, რაც დამკვირვებლისთვის ქმნის ახალი ვარსკვლავის დაბადების ილუზიას.
„ჰიპერახლის“ ბირთვი განსაკუთრებულ პირობებში შავ ხვრელად გარდაიქმნება, დრო – სივრცით არედ, უზარმაზარი გრავიტაციული მიზიდვით, რომელსაც შეუძლია, „შეისრუტოს“ ყველა უახლოესი ობიექტი, სინათლის კვანტიც კი. „ჰიპერახლის“ აფეთქება საკმაოდ იშვიათი მოვლენაა კოსმოსური საზომითაც კი, მაგრამ მილიარდი წლის განმავლობაში, შეიძლება, რამდენიმე ასეთი აფეთქება მომხდარიყო, რასაც, შესაძლოა არამიწიერი სიცოცხლის მოსპობაც გამოეწვია.
მათი შეხედულების თანახმად, „ჰიპერახლის“ კოლაფსი, შეიძლება, დაემუქროს სიცოცხლეს დედამიწაზეც, თუმცა სხვაგვარად. დედამიწა ვერანაირად ვერ მოხვდება შავ ხვრელში, რადგან მის ახლოს არც ერთი შავი ხვრელი არ არის, მაგრამ, ჩვენი პლანეტისთვის სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს რადიაქტიური გამა-გამოსხივება, რომლებიც თან ახლავს „ჰიპერახლის“ დაბადებას. მას შეუძლია, მთლიანად გაანადგუროს დედამიწის ოზონის ფენა.