თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ჰამასი“ არა ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ „წინააღმდეგობის მოძრაობაა“, - ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თურქეთის საავადმყოფოებში „ჰამასის“ ათასზე მეტ წევრს მკურნალობენ.
„„ჰამასი“ არის წინააღმდეგობის ორგანიზაცია, რომლის მიწები ოკუპირებულია 1947 წლიდან და რომელიც იცავდა თავის მიწებს ოკუპაციის შემდეგ. ეს არის წინააღმდეგობის ორგანიზაცია, რომელიც იბრძვის იმ ადგილების დასაცავად ამჟამინდელი ადამიანური დანაკარგისგან. ეს უნდა დავინახოთ. თუ „ჰამასს“, რომელმაც ამ დროისთვის 40 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგა, „ტერორისტულ ორგანიზაციას“ ვუწოდებთ, ეს იქნება სასტიკი მიდგომა. პირიქით, მე ვხედავ „ჰამასს“, როგორც ხალხს, რომელიც იბრძვის საკუთარი მიწის და საკუთარი ხალხის დასაცავად“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.