აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დაუანონსებელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. BBC-ის ინფორმაციით, ბლინკენი უკრაინის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
„დავბრუნდი კიევში, რათა ხაზი გავუსვა ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინისადმი, რომელიც იცავს საკუთარ თავისუფლებას რუსული აგრესიისგან“, - წერს ბლინკენი X-ზე.