რუსეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით თავდაცვის სამინისტროს კადრების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იური კუზნეცოვი დააკავეს

რუსეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით თავდაცვის სამინისტროს კადრების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იური კუზნეცოვი დააკავეს

რუსეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით თავდაცვის სამინისტროს კადრების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იური კუზნეცოვი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

ბრალდება 2021-2023 წლებს ეხება, როდესაც კუზნეცოვი ხელმძღვანელობდა რუსეთის გენშტაბის მე-8 სამმართველოს (რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სამსახურის საკითხებს კურირებს). გამოძიების მტკიცებით, კუზნეცოვმა აიღო ქრთამი კომერციული სტრუქტურების წარმომადგენლებისგან, სანაცვლოდ კი მათ სასარგებლოდ გარკვეული ქმედებები განახორციელა“. საქმის შესახებ მეტი დეტალი ამ დროისთვის უცნობია.

გენერალ-ლეიტენანტის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 100 მილიონი რუბლის ოდენობის ნაღდი ფული, ოქროს მონეტები, საკოლექციო საათები და ძვირადღირებული ნივთები.