რუსეთი სუმის მიმართულებით მძლავრ იერიშს ამზადებს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა The New York Times-ს განუცხადა.
მისივე პროგნოზით, უკრაინული ძალები უახლოეს დღეებში ფრონტის სტაბილიზებას და თავდაცვითი ხაზების გაძლიერებას შეძლებენ. ბუდანოვი ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთი ხარკოვის ჩრდილოეთით, სუმის ოლქში ახალ იერიშს წამოიწყებს.
„ხარკოვის ოლქში რუსეთის იერიშები კიდევ 3-4 დღეს გაგრძელდება. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, ისინი ხარკოვიდან დაახლოებით 140 კილომეტრში, სუმის მიმართულებით მძლავრ იერიშზე გადავლენ“, - განაცხადა ბუდანოვმა.