უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტებზე არსებული მდგომარეობის შესახებ თავის „ტელეგრამის“ არხზე დაწერა.
„მიმდინარე კვირაში ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა ხარკოვშჩინაში. ამჟამად იქ ბრძოლები საზღვრისპირა რაიონებში გრძელდება, რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის გასწვრივ. ვითარება რთულია, მაგრამ უკრაინის თავდაცვის ძალები ყველაფერს აკეთებს, რათა შეინარჩუნოს თავდაცვითი ხაზები და პოზიციები და მტერს დარტყმებს აყენებს“, - წერს მთავარსარდალი.
მისივე თქმით, აქტიური ბრძოლები გრძელდება კუპიანსკის, სევერსკის, ლიმანის, პოკროვსკსის მიმართულებებზე. ვითარება ძალზე დინამიკურად იცვლება.
„ზოგიერთ რაიონში მოწინააღმდეგეს ნაწილობრივი წარმატებები აქვს, სხვებში [უკრაინის] თავდაცვის ძალები მტერს განდევნიან და ტაქტიკურ მდგომარეობას იუმჯობესებენ“, - აღნიშნავს სირსკი.
ამასთან, მთავარსარდლის თქმით, რთული ვითარების მიუხედავად, მიმდინარეობს ქვედანაყოფების როტაცია, რათა სამხედრო მოსამსახურეებმა დაისვენონ და ბრძოლისუნარიანობა აღიდგინონ.