ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. ქვეყნის პირველი პირის პოსტისთვის ერთმანეთს გიტანას ნაუსედა და ინგრიდა შიმონიტე დაუპირისპირდებიან. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ლიეტუვაში გუშინ ჩატარდა.
მოქმედმა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ამომრჩევლების ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ 50%-იან ბარიერს ვერ მიაღწია. წინასწარი შედეგების მიხედვით, ნაუსედამ ხმების 44,4% მოიპოვა, პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტეს ამომრჩევლების 19,3%-მა დაუჭირა მხარი.