Financial Times: სერგეი შოიგუს გადაყენება და თავდაცვის მინისტრად ანდრეი ბელოუსოვის დანიშვნა ნიშნავს, რომ პუტინი უკრაინის ომისადმი მიდგომას კარდინალურად ცვლის

Financial Times: სერგეი შოიგუს გადაყენება და თავდაცვის მინისტრად ანდრეი ბელოუსოვის დანიშვნა ნიშნავს, რომ პუტინი უკრაინის ომისადმი მიდგომას კარდინალურად ცვლის

დასავლური მედია პუტინის საკადრო ცვლილებებს ეხმიანება. გამოცემა Financial Times-ი წერს, რომ სერგეი შოიგუს გადაყენება და თავდაცვის მინისტრად ანდრეი ბელოუსოვის დანიშვნა ნიშნავს, რომ პუტინი უკრაინის ომისადმი მიდგომას კარდინალურად ცვლის. კერძოდ, თავდაცვის სფეროში არსებულ რეკორდულ დანახარჯებზე კონტროლს ამკაცრებს და დარგში კორუფციის დამარცხებას ცდილობს.

გამოცემა Times-ი წერს, რომ ბოლო ათწლეულში რუსეთის მთავრობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ცვლილებები გატარდა, რისი მიზანიც ომში მყოფი არმიის საჭიროებების ეფექტიანად უზრუნველყოფაა.