დღეს, მარნეულის საავიაციო ბაზას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, პარლამენტარები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვივნენ.
ბაზაზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტი დასკვნით ფაზაშია. სტუმრები ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ და ახლად გარემონტებული სამზარეულო გახსნეს, რომელიც უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. სასადილოში გამოფენილია სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე არსებული ინფრასტრუქტურის ამსახველი ფოტოსურათები.
სტუმრებმა სასადილოს მანქანა-დანადგარებიც დაათვალიერეს. მოეწყო სასადილოს თანამედროვე ტექნიკის, ასევე, სასადილოს პერსონალის და შპს „ქართული კვების კომპანიი“-ს თანამშრომლების გადამზადების პროექტის პრეზენტაცია.
დღესვე, სტუმრებმა მარნეულის საავიაციო ბრიგადის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებარე ინფრასტრუქტურაც - ძველი ლაზარეთი, შტაბი, ყაზარმა მოინახულეს.
“მთელი წლის განმავლობაში თავდაცვის უწყებაში, შეიარაღებულ ძალებში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობდა. დღეს, მარნეული ბაზაზე ვართ. ჩვენ ერთ-ერთი პირველი მონიტორინგი, არასამთავრობოებთან ერთად, სწორედ მარნეულის ბაზას ჩავუტარეთ და აქვე შევთანხმდით, რომ სიტუაცია გამოსასწორებელი იყო. დღეს ხედავთ, რომ მარნეულის ბაზაზე ახალი ინფრასტრუქტურა გვაქვს. აბსოლუტურად ახალ გარემოში არიან ჩვენი ჯარისკაცები. სრულდება ყაზარმის პროექტი, ლაზარეთის პროექტი. მე მიხარია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები, უმრავლესობა და უმცირესობა, ერთნაირად გულშემატკივრობენ ჯარს, არიან ჩვენთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მრავალპარტიული მხარდაჭერა შეიარაღებულ ძალებს და თავდაცვის სამინისტროს მომავალშიც ექნება. ჩვენ ამ კვირის განმავლობაში კიდევ ვასრულებთ რამდენიმე პროექტს. მინდა, რომ საქართველომ, ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ ჯარი, შეიარაღებული ძალები არის ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი და შევუქმნით ყველა პირობას, რომ ქვეყნის დაცვაში ღირსეული პირობები ჰქონდეთ“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
2013 წელს თავდაცვის სამინისტრომ85 მასშტაბური სამშენებლო პროექტის განხორციელება დაიწყო. სამუშაოების ძირითად ტიპოლოგიას ყაზარმების, შტაბის, სასადილოების, ლაზარეთის, საცხოვრებელი და სამსახურეობრივი კორპუსების და საკონტროლო-გამშვები პუნქტების სარემონტო თუ სამშენებლო სამუშაოები წარმოადგენდა.
პროექტების დაგეგმვისას უპირველეს ყოვლისაშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტერესები იყო გათვალისწინებული. ყველა ნაგებობა, რომელიც ამ წლის განმავლობაში გარემონტდა ან აშენდა, მაქსიმალურად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.
მარნეულის საავიაციო ბრიგადის ბაზა თავდაცვის სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე ამორტიზირებული და ცუდ მდგომარეობაში მყოფი ობიექტი იყო. ეს ბაზა ექსპლუატაციაში1993 წელს შევიდა და მას შემდეგ ბრიგადის ტერიტორიაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა. 2013 წელს "მარნეულის რეაბილიტაციის პროექტში" რამდენიმე სამშენებლო მიმართულება განისაზღვრა. პრიორიტეტს წარმოადგენდა სასადილოს და ყაზარმების ინფრასტრუქტურული რეაბილიტაცია. ორივე შენობა-ნაგებობა ცარიელ ფურცელზე დაპროექტდა, ვინაიდან ძველი ინფრასტრუქტურა რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. მარნეულის სასადილო დღეისათვისყველაზე თანამედროვე სამზარეულო ინვენტარითა და მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა. თანამედროვე ტექნოლოგიებზე მომუშავე კვების ობიექტის ექსპლუატაცია საშუალებას იძლევა მინიმუმამდე დავიდეს კვებით-მომარაგების პრობლემები.
სისუფთავე და ჰიგიენური ნორმების მაქსიმალურად დაცვა, როგორც მარნეულის ასევე თავდაცვის სამინისტროს ყველა ობიექტზე უმთავრესი პრიორიტეტია. ჰიგიენური ნორმების გასამკაცრებლად და სტანდარტის ასამაღლებლად "ქართული კვების კომპანიამ"სასადილოს თანამშრომლების და მომსახურე პერსონალის ტრენინგები დაიწყო, რის შედეგადაც კომპანიის თანამშრომლების, როგორც შეფ-მზარეულების, ასევე რიგითი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება მოხდება.
"მარნეულის რეაბილიტაციის პროექტის" ფარგლებშისაერთო ჯამში11 ლოკალური სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა: მოეწყო წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემა, გაკეთდა გათბობის ერთიანი სისტემა, მთლიანად განახლდაელექტროგაყვანილობა და განხორციელდა სატრანსფორმატოროს კაპიტალური რემონტი, მოეწყო გაზმომარაგების სისტემა, ახლიდანშენდება ყაზარმები, შტაბის შენობა, ლაზარეთი და სასადილოს შენობა, მთლიანად მოხდება ბაზისტერიტორიის კეთილმოწყობა.