უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა განაცხადა, რომ უკრაინის პრიორიტეტი დედაქალაქის დაცვა იქნება

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა განაცხადა, რომ უკრაინის პრიორიტეტი დედაქალაქის დაცვა იქნება

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრ პავლიუკმა უკრაინაში ომის კრიტიკული ეტაპის დაწყების შესახებ პროგნოზი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს სცენარი უახლოეს ორ თვეში განვითარდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

პავლიუკმა განმარტა, რომ რუსეთის შეტევის შემთხვევაში, კიევის დაცვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება.

„ეს [კიევი] უკრაინის გულია და ჩვენ ვიცით, რა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დედაქალაქის დაცვა მომავალში. რუსეთმა იცის, რომ თუ ჩვენ მივიღებთ საკმარის იარაღს ერთ-ორ თვეში, სიტუაცია მათ წინააღმდეგ შეიძლება შემოტრიალდეს“, - აღნიშნა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა ბრიტანულ გამოცემა The Economist-თან ინტერვიუში.

პავლიუკმა განმარტა, თუ როგორ გეგმავს უკრაინა დედაქალაქის დაცვას და აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ამზადებენ ახალ ბრიგადებს და მოსალოდნელია, რომ მათი ნაწილი კიევში განთავსდება.