ჯონ კირბი: რუსეთი ხარკოვზე უფრო მასშტაბური თავდასხმისთვის შეიძლება ემზადებოდეს

ჯონ კირბი: რუსეთი ხარკოვზე უფრო მასშტაბური თავდასხმისთვის შეიძლება ემზადებოდეს

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი ხარკოვზე უფრო მასშტაბური თავდასხმისთვის შეიძლება ემზადებოდეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„მათ [რუსებმა] უარი თქვეს უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილზე და დაიწყეს ფოკუსირება მხოლოდ აღმოსავლეთზე. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, რომ ისინი ახლა, როგორც ჩანს, ემზადებიან, სულ მცირე, შორ მანძილზე მოქმედი ცეცხლის გამოყენერბისთვის ხარკოვში შესაღწევად. და ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენ ამას არ გააკეთებთ, თუ არ ფიქრობთ სხვა უფრო მასშტაბურ თავდასხმაზე პირდაპირ ქალაქზე“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.