800-ზე მეტი ეკოაქტივისტი გერმანიაში, ბერლინის მახლობლად მდებარე ქალაქ გრიუნჰაიდეში Tesla-ს ქარხანაში შეჭრას ცდილობდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ეკოაქტივისტები კომპანია Tesla-ს გაფართოების გეგმებს აპროტესტებდნენ. ადგილზე გადაღებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ადამიანების მრავალრიცხოვანი ჯგუფი ქარხნის მიმართულებით მირბის, მათ ნაწილს სახეები ნიღბებით აქვთ დაფარული. ვიდეოებში ჩანან პოლიციელებიც.
გერმანული მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
ეკოაქტივისტების განცხადებით, ილონ მასკი ევროპაში Tesla-ს ერთადერთი ქარხნის საწარმოო სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს, რაც გარემოს დიდ ზიანს მიაყენებს.