ვისაც როგორ უნდა, ისე ცხოვრობს. მთავარია, გქონდეს ფული და სურვილი, მერე თუნდაც საკუთარ თავზე დაქორწინდები.
ტაივანის მოქალაქე მიტ ჩენ ვეიმ 5 675 დოლარი დახარჯა, საკუთარ თავთან საქორწინო ცერემონიალში. „აბა, რა მექნა, ნათესავებმა შემჭამეს, რატომ არ თხოვდებიო. მე კი, შესაფერისი პარტნიორი ვერაფრით ვიპოვე,” – ასე ახსნა მან თავისი საქციელი.
ვერაფრით დაიჯერებთ, მაგრამ ზიმბაბვეს მთავრობამ ზუსტად მილიონ შვიდასი ათასი დოლარი გადაუხადა ერთ ჯადოქარს, რომელიც მათ შელოცვების საშუალებით, კლდიდან ნავთობის ჩანჩქერის გადმოსვლას დაჰპირდა. ერთი წელი ამაოდ ელოდნენ ნავთობს. მერე მიხვდნენ, რომ ქალმა მოატყუა, მაგრამ ჯადოქარმა ქვეყნის დატოვება მოასწრო.
ამერიკაში, სამხრეთ მიჩიგანში ერთ ცოლ-ქმარს სამი შვილი ჰყავს და ისინი გინესის წიგნში მოხვდნენ. ბავშვების დაბადების თარიღებია: 08.08.08; 09.09.09; 10.10.10.
ბრაზილიის ქალაქ პორტუ-ალეგრიში მდებარე „მაკდონალდსის“ მეპატრონეებს, მისმა ყოფილმა თანამშრომელმა უჩივლა. „დაზარალებული” ამტკიცებდა, რომ იძულებული იყო, სისტემატურად გაესინჯა კერძები, რესტორნის მენიუდან, რამაც მისი გასუქება გამოიწვია. სასამართლომ რესტორნის მეპატრონეებს 17 500 დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ლეგენდარულ რესტორან „ნომაში”, ქალაქ კოპენჰაგენში ახალი, ექსკლუზიური კერძი შექმნეს სახელწოდებით – „ჭუჭყი”. მას ბოსტნეულის, კვერცხისა და მწვანილისგან ამზადებენ. მერე კი ლუდით აზავებენ. რამდენ კლიენტს აქვს სურვილი „ჭუჭყი” მიირთვას, ჯერჯერობით უცნობია.