რა შეიძლება იმალებოდეს 2+2-წლიანი ხელშეკრულების მიღმა?

რა შეიძლება იმალებოდეს 2+2-წლიანი ხელშეკრულების მიღმა?

ეროვნული ნაკრების თემა კვლავ აქტუალურია. ახლა თემურ ქეცბაიას მთავარ მწვრთნელად დარჩენის მიზანშეწონილობასთან ერთად, მისი კონტრაქტის ხანგრძლივობის ვადაც მწვავედ დადგა.

შეგახსენებთ: 2011 წლის 13 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტი 2+2 წლიანი წესით გააფორმა, ანუ ორი წლის შემდეგ ხელშეკრულებას ვადა ეწურებოდა და მხარეებს მის გაგრძელებაზე უნდა დაელაპარაკათ. ნურას უკაცრავად – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ) ამტკიცებს, ქეცბაიას 4-წლიანი კონტრაქტი აქვსო. ეს რამდენიმე დღის წინათ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ თქვა. მერე ქეცბაია ჩვეულ სტილში იჩხუბა, საიდან მოიტანეთ 2+2-იო?

თუმცა, 2011 წლის 13 სექტემბერს აბსოლუტურად ყველა წყარო წერდა, რომ 2+2 წესითაა კონტრაქტი. მათ შორის, თავად სფფ-ს და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდები. ფედერაციის საიტზე ასეთი სათაური იყო – "2+2 ქეცბაიამ ფედერაციასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა".

ამ თემის გაშუქების დღეს, მოულოდნელად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტიდან ინფორმაციის ქართული ვერსია გაქრა. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს – ინგლისურენოვანი ცნობის წასლა დაავიწყდათ, სადაც ასევე ეწერა “2+2”. მალე ქართული ვერსია აღადგინეს, მაგრამ სათაურიც და ტექსტიც გადააკეთეს. თუმცა, არიან წინდახედული ადამიანები, რომლებმაც ძველი ვარიანტის სურათები გადაიღეს.

ამ თემაზე “ფეისბუქში” უაღრესად საინტერესო დავა წარიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ჟურნალისტები, ფედერაციისა და კლუბის წარმომადგენლები და გულშემატკივრები. ამ საუბრის ყველაზე საინტერესო ფრაგმენტებს იმიტომ გთავაზობთ, რომ გაერკვევით, რა შეიძლება იმალებოდეს 2+2-წლიანი ხელშეკრულების შეცვლის მიღმა.

სერგო ფუტკარაძე, “ზესტაფონის” პრეს-ატაშე: “4-წლიანი კონტრაქტი აქვსო - ამტკიცებს არველაძე. ორშაბათს, ტოქშოუ "არენაში" სტუმრად მყოფმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამაც იგივე თქვა - ქეცბაიას 4-წლიანი კონტრაქტი აქვს და ის 2015 წელს იწურებაო. გაგვარკვიეთ, ბატონებო, რა ხდება?! ფედერაციის საიტის ქართული ვერსიიდან 2011 წლის 13 სექტემბერს კონტრაქტის გაფორმების ამბავი წაშლილია, იმავე საიტის ინგლისური ვერსიაზე ეს ამბავი დარჩა და იქ გარკვევით წერია, რომ კონტრაქტი გაფორმებულია 2+2 პრინციპით (ახლა იქაც შეიცვალა, თუმცა). ხოლო თუ რა მიზნით შეიძლება კეთდებოდეს ასეთი რამ, მაგის შესახებ ფიქრების და დასკვნების გაკეთება თქვენთვის მიმინდია... “დავასეივოთ” ეს გვერდი, ყოველი შემთხვევისთვის”.

ბაჩანა ცხადაძე, ჟურნალისტი: “ესეც წაშალეს უკვე. მე ვეღარ შევდივარ”.

სერგო ფუტკარაძე, “ზესტაფონის” პრეს-ატაშე: “წაშალეს!!! მაგრამ აქედან ვერ ამოშლი”.

შოთა სალდაძე, გულშემატკივარი: “ჰო, წაუშლიათ, ვერ შევედი, საღოლ, სერგო, რომ დაასეივე, ჭკვიანი ხარ”.

ბაჩანა ცხადაძე, ჟურნალისტი: “აღადგინეს ისევ)))”

ეკა ელოშვილი, ფედერაციის თანამშრომელი: “სერგო, მოძებნა უნდოდა, მეტი არაფერი :))) დახმარებას ვაპირებდი, მარა გიპოვნიათ უკვე... არ გინდა, რა”

სერგო ფუტკარაძე, “ზესტაფონის” პრეს-ატაშე: “მართლა, არ გინდა, რა ... სირცხვილია ეს ყველაფერი... სათაური კი შეგიცვლიათ, 2+2 მოგიშორებიათ”

ნიკა აბესაძე: “ეგ არაფერი სტატუსს შეცვლიან, მაგრამ “დასეივებულს” როგორ ამოშლიან? სირცხვილია ეს ყველაფერი!”

ეკა ელოშვილი, ფედერაციის თანამშრომელი: “ჰტტპ://გფფ.გე/Aთეამ.ასპხ?ნეწიდ=2227 - “თემურ ქეცბაიამ სფფ–სთან ახალი კონტრაქტი გააფორმა”. სერგო ეს წაშლილი თუ არის, მაშინ მე არ გწერ ახლა”.

სერგო ფუტკარაძე, “ზესტაფონის” პრეს-ატაშე: “მე წაშლილზე კი არა, დღეს გადასწორებულზე ვამბობ”

თათია ბურდული, ფედერაციის თანამშრომელი: “რა ჩასწორდა? რაც იყო, ის არის. …ააა)) სათაურს გულისხმობ? და შინაარსს თუ გაეცანი?:)) რამე სხვა წერია თავად სტატიაში? თუ სათაურია აქ მთავარი?:)”

სერგო ფუტკარაძე, “ზესტაფონის” პრეს-ატაშე: არა, ტექსტშიც შეცვლილია. “თჰე ცონტრაცტ ის ცომპოსედ ინ 2+2 სყსტემ” (“ხელშეკრულება შედგენილია 2 +2 სისტემით"). ასე იყო თავიდან. ქართულში რა ეწერა და რა არა, ეგ აღარ ვიცი, იმდენჯერ გადაასწორეთ უკვე დღეს, რომ აღარც კი ვიცი, რას დავუჯერო. ეეეჰ, ღადავია”.

ნიკა აბესაძე, გულშემატკივარი: “ვეთანხმები სერგოს, ინგლისურ ტექსტში "თჰე ცონტრაცტ ის ცომპოსედ ინ 2+2 სყსტემ" ასე ეწერაა და სათაურში იყო “2+2”... აჰა, სერგო ინგლისურ ტექსტში 2+2 დადეს ისევ, მაგრამ სათაური მოსპეს”.

თათია ბურდული, ფედერაციის თანამშრომელი: “სერგო, ილია კოკაია წავიდა კლუბიდან? ვერ გავიგე ბოლოს, დათმო კლუბის 100% წილი თუ არა? თუ პრეზიდენტობიდან წავიდა და მესაკუთრე ისევ არის... იქნებ გამარკვიო?”

სერგო ფუტკარაძე, “ზესტაფონის” პრეს-ატაშე: “ეგ, თქვენ უკეთ გეცოდინებათ... ისევე, როგორც ინვესტორის კლუბიდან წასვლის მიზეზები... მაგრამ ახლა მე უფრო ის მაინტერესებს, თუ რატომ გვაყრით საზოგადოებას თვალში ნაცარს... თუმცა, სიმარტლე რომ ვთქვა, ამას თქვენ არ გეკითხებით”.

თათია ბურდული, ფედერაციის თანამშრომელი: “არადა სამეწარმეო რეესტრმა უკეღ იცის:)

სერგო ფუტკარაძე, “ზესტაფონის” პრეს-ატაშე: “ხომ ვამბობდი, გეცოდინება-მეთქი”

თათია ბურდული, ფედერაციის თანამშრომელი: “აბა რა:)”

ოთო მაღლაკელიძე: “თათია, აბა, თუ შეგიძლია, ქეცბაიას 2+2=4 კონტრაქტის ასლიც დადე”

სერგო ფუტკარაძე, “ზესტაფონის” პრეს-ატაშე: “მოიცა, ოთო, გააჩნია რომელი გაინტერესებს? ის, რომელიც თავიდან იყო თუ სფფ-ს საიტივით კორექტირებაჩატარებული?!”.

თათია ბურდული, ფედერაციის თანამშრომელი: “არაფერია, რომ არავინ არსად წასულა და ძალიანაც კარგი. ისევე როგორც 2+2=4 და ვისაც უნდა, რომ გაიგოს, ამას გაიგებს და ვისაც არა, ის ტყუილსა და სიცრუეში დაგვადანაშაულებს. ოთო, შენ როგორც ზესტაფონის დიდ გულშემატკივარს, ამ ამონაწერის ნახვა უნდა გაგხარებოდა და იმასჰი დარწმუნება, რომ ზესტაფონის 100% წილის მფლობელი კვლავაც ილია კოკაია და მას კლუბი არ მიუტოვებია”.

სერგო ფუტკარაძე, “ზესტაფონის” პრეს-ატაშე: “საიტის ცჰასცორება რამ გაფიკრებინატ? მაგ პროცესს დგეს მტელი დგის განმავლობასჰი უამრავი ადამიანი აკვირდებოდა” ...

ოთო მაღლაკელიძე: “ეგ მიხარია თათია ნამდვილად. თუ ცხელ გულზე არ წავიდა, იქნებ არც აწი წავიდეს, მაგრამ მომკალი და ქეცბაიას 4-წლიანი კონტრაქტის სისუფთავის არ მჯერა. ის სტატიაც იმიტომ ავტვირთე. სიჭინავას და არველაძის კომენტარების შემდეგ ფედერაციის სიმართლისაც არ მჯერა მაგ საკითხში. ისევე, როგორც გორგიაშვილის ამბავში ფედერაციის შეფების ჩაურევლობის”.

თათია ბურდული, ფედერაციის თანამშრომელი: “რაც ვნახე მარტო სათაურია შემოკლებული. დანარჩენი ისევ ისეა... სრულიად არაფრისგან ატყდა ეს ამბავი! ძალიან სამწუხაროა!”

სერგო ფუტკარაძე, “ზესტაფონის” პრეს-ატაშე: “არ შემიძლია არ დაგეთანხმო - ძალიან სამწუხაროა! ოფიციალური დოკუმენტის შემოკლება-კორექტირება ზოგიერთ შემთხვევაში, ამ საბუთის არსის გაყალბებას შეიძლება უდრიდეს, ეს გაყალბება კი – სახელმწიფო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას”.

თათია ბურდული, ფედერაციის თანამშრომელი: “გორგიაშვილის თემა სრულიად დამოუკიდებელმა ტრიბუნალმა განიხილა! ნუთუ ასეთი შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ შესაძლოა კლუბს ფეხბურთელთან რამე შეეშალოს? მსოფლიოში პირველი პრეცენდენტია და უკადრებელია? რაც შეეხება კონტრაქტს, ის 4 წლიანია და დანარჩენი დეტალები მე არ მეხება.

ყველამ თავისი ორგანიზაციის ბიუჯეტზე ისაუბროს! და სახელმწიფოს ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვას უფრო კომპეტენტური ადამიანები აღმოაჩენდნენ თუ რამე იქნებოდა! იმ ბიუჯეტში მხოლოდ შენ და ოთოს არ შეგაკვთ გადასახადებით თქვენი წილი, მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ”

სერგო ფუტკარაძე, “ზესტაფონის” პრეს-ატაშე: “დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანის ეჭვის საფუძვლიანობას სწორედ კომპეტენტური ორგანოები და ამ ორგანოებში მოღვაწე (ჩემზე კომპეტენტური) ადამიანები გაარკვევენ”.

ოთო მაღლაკელიძე: “გორგიაშვილი ზესტაფონში აბსოლუტურად ვეღარაფერს აკეთებდა და სასტავშიც ვეღარ ხვდებოდა. ქეცბაია ნაკრებში მაინც ჯიუტად იძახებდა და იმაზე უკეთესებს გვერდზე ტოვებდა, მაშინვე არ მომწონდა და ვიძახდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საყვარელი გუნდის ფეხბურთელის ნაკრებში გამოძახება უნდა გამხარებოდა. გორგიაშვილისთვის სანაკრებო კარიერა ხომ არ ჭირდებოდა ვიღაცას და იქნებ იმ ვიღაცას კისერზეა ეს არბიტრაჟული ამბებიც? აქ რომ ძალიან გათვითცნობიერებული ქალბატონი წერს, იქნებ, გაგვანათლოს, კონტრაქტი მართლა 2+2 წლითაა დადებული თუ 4 წლით ."დავაი დაკუმენტ სლუში". ინგლისურ ვერსიაში ერთი საათის წინ 2+2 ეწერა, ახლა: საიდან 4-წლიანი?

ჰტტპ://წორლდსპორტ.გე/.../ერტი-საატის-წინ-და-ახლა-საიდან-4...

სერგო ფუტკარაძე, “ზესტაფონის” პრეს-ატაშე: “ის აღარ უწერია ოღონდ ავტორს, რომ ერთი 15 წუთის განმავლობაში ტექსტი რომ გადააკეთეს”

თათია ბურდული, ფედერაციის თანამშრომელი: “ვისაც აინტერეებს ქეცბაიას კონტრაქტი, მიმართეთ სპორტის სამინისტროს (მესამე მხარეს), სადაც ეს კონტრაქტი ხელმოწერის დღიდან ინახება. იკითხეთ რაიმე 2011 წლის შემდეგ ხომ არ ჩასწორებულა, ან ხომ არ შეცვლილა? და დაასრულეთ ის გარჩევა, რომელიც არაფრის მომცემია”.

სერგო ფუტკარაძე, “ზესტაფონის” პრეს-ატაშე: “მართალია, რაღა დარჩა გასარჩევი”.

ოთო მაღლაკელიძე, ჟურნალისტი: “მერედა, რატომ გამოიდეთ თავი და თავიდანვე ვერ გადაგვამისამართეთ? უბრალოდ, მაინტერესებს, რატომ დაწერეს მაშინ ჟურნალისტებმა 2+2, თუ პირდაპირ 4-წლიანი გაფორმდა? კიდევ არის რაღაც უცნაურობები, მაგრამ ამჯერად არ მინდა”

სერგო ფუტკარაძე, “ზესტაფონის” პრეს-ატაშე: “ამას, ოთო, უცნაურობაზე მეტი ჰქვია”.

ოთო მაღლაკელიძე, ჟურნალისტი:  “გინდა 2+2, გინდა 4, (ნაკრებს) მაინც 3 ბურთი აქვს გატანილი”

თათია ბურდული, ფედერაციის თანამშრომელი:”რადგან ფედერაციის არ გჯერათ, იქნებ (სპორტის) სამინისტროს მაინც ენდოთ! ეს იყო ჩემი კომენტარი!”

სერგო ფუტკარაძე, “ზესტაფონის” პრეს-ატაშე: “დღევანდელი წარმოდგენის შემდეგ, როგორღა უნდა დაიჯეროს კაცმა?!. კარგი განცხადებაა, ოღონდ ისიც ახსნილიყო, დღეს მთელი დღე რომ სფფ-ს საიტზე 2 წლის წინ დადებული ინფოების კორექტირება მიდიოდა, ეს რითი იყო გამოწვეული? ძალიან "პაზორნი" ამბებია, მოკლედ რომ ვთქვათ”.

ნიკა აბესაძე, გულშემატკივარი: “ვეღარ გაიგეს, რა ექნათ და “გამოსავალი” იპოვეს”.

სერგო ფუტკარაძე, “ზესტაფონის” პრეს-ატაშე: “რა ვქნა, ძმაო, მე ამას ვუყურებ, როგორც სახელმწიფო თანხების მითვისების მცდელობას, “ხეპრედ” და "ტაპორნად" განხორციელებულს, მაგრამ სწორედ ასეთს... წესით, ამაზე სამართალდამცავების რეაქცია უნდა მოჰყვეს, თუ სახელმწიფო ვართ, ხოლო თუ ცირკი ვართ და ბორდელი, მაშინ ყველაფერი რიგზეა! 2 წელიწადში 4 ლიმონი უნდა გადაუხადო უეჭველი ქეცბაიას (და სასტავს), მაშინ როდესაც ანაკლიის, ლანჩხუთის და ა.შ. სტადიონების მოვლას ვერ ახერხებს ფედერაცია, ხოლო ზუგდიდი, ბათუმი საერთოდ უსტადიონოდაა დარჩენილი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო უარს იტყვის კონტრაქტის გაგრძელებაზე, მაშინ ეს სახელმწიფო უნდა დააჯარიმო ამ 4 ლიმონით...

ეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ კონტრაქტი 4-წლიანი აღმოჩნდა, იმიტომ რომ თუ 2+2 იქნა, მაშინ ისე მოუწევს წასვლა, კომპენსაციისა და ბარაქის გარეშე”.

დიმა ნებიერიძე, გულშემატკივარი: “რეზი არველაძემ 1 თვის უკან ილაპარაკა, ჩამოვა თემური, დავჯდებით, დავილაპარაკებთ და გადავხედავთ თუ გავაგრძელებთ თანამშრომლობასო. ყველამ გავიხარეთ, იმიტომ, რომ გემი რომ იძირება, არველაძეები პირველი გამორბიან ახალი კაპიტნის შესეგებებლად. ეს  ინტერვიუ გვენიშნა ქეცბაიას წასვლის წინაპირობად. თუმცა ახლა გაირკვა, რომ 4-წლიანი ჰქონია თემურს ეგრევე და ეს 2+2 საიტზე ყოფილა შეცდომაა:) “ვოტ ეტა დააა”. ისე მიდის საქმე, ვატყობ, ვიღაცეები ახალ წელს გისოსებს მიღმა შეხვდებიან. შეგონება - დარაბებს მიღმა გაზაფხულია”.

ამ საუბარში ყველაზე საინტერესო ფედერაციის თანამშრომლის, თათია ბურდულის აღიარებითი კომენტარია, რომ თურმე, ამ საეჭვო თემაზე სფფ-ს ვებგვერდზე დადებულ ცნობაზე ადრინდელი სათაური შეამცირეს. დიახ, ორი წლისა და 2 თვის შემდეგ, რატომღაც, ფედერაციამ ძველი სათაურების შემცირება გადაწყვიტა.

ასეთო ორიგინალური “განტვირთვა” არასოდეს გვსმენია. უფრო ამაზრზენი ის ცინიკური ტონი იყო, რომელსაც ფედერაცია და მისი წარმომადგენლები ავლენდნენ.